0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ აქციების გაყიდვას არ გეგმავს

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ აქციების გაყიდვას არ გეგმავს. როგორც ბანკში განაცხადეს, ხაზარაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, თუმცა აქციონერად რჩება.

როგორც მამუკა ხაზარაზე სოციალურ ქსელში წერს, მან მიიღო გადაწყვეტილება ბანკიდან წასვლის შესახებ.

„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები