მსოფლიო
ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
2019-02-19 13:35:09
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება.
პირისპირ შეხვედრა ელისეს სასახლეში უკვე დაიწყო.
შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.
კომენტარები