0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გოგი წულაიამ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე გზა "დააგო"

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქუთაისში, ნინოშვილის სკვერთან აქცია-პერფორმანსი გამართა. გოგი წულაიამ აღმაშენებლის გამზირზე არსებული ერთ-ერთი თხრილი ცემენტით ამოავსო. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნული ფორმით ქალაქში დაზიანებული და მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის არსებობა გააპროტესტა. წულაიას განმარტებით, მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს და მთავრობას დაკისრებული მოვალეობის შესრულება მოთხოვოს.

"ქუთაისი საშინელ მდგომარეობაშია, მიტოვებული შენობები და გადათხრილი გზები. ეს არის კატასტროფა, გაუსაძლისი სიტუაციაა. ქალაქი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს, ამიტომ იძულებული ვართ ჩვენ საკუთარი სახსრებით ვაკეთოთ ის საქმე რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის სახსრებით უნდა აკეთებდეს. ქალაქი სავსეა ორმოებით, ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, აკეთოს ის, რაც ევალება, ან თვითონ უნდა გავაკეთოთ საქმე,"- ამბობს წულაია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები