0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, ივანიშვილის კადრების გავრცელებით იმუქრება


პირი, რომელმაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, მმართველი  პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კადრების გამოქვეყნებითაც იმუქრება.

როგორც აღნიშნული პირი სოციალურ ქსელში წერს, მას "ქართული ოცნების" სხვა პოლიტიკოსების კადრებიც აქვს და მათ ეტაპობრივად გაავრცელებს.

სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დღეს გავრცელდა. შსს-მ გავრცელებული  ფარული ჩანაწერი უკვე დაბლოკა. 

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები