0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამ ფარული გარიგებით, საქართველო და სომხეთი შესაძლოა ინტერნეტის გარეშე დარჩეს

ბიზნეს გადაწყვეტილების გამო, საქართველო და სომხეთი, შესაძლოა ახალი საფრთხის წინაშე დადგეს. ამის შესახებ გამოცემა „Hraparak“-ი  უკვე რამდენიმე დღეა წერს. პუბლიკაციები აქტიურად იბეჭდება სომხურ და აზერბაიჯანულ პრესაშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებულია ინტენსიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ კომპანია „დელტა ტელეკომსა“ და საქართველოს ერთ-ერთ  ყველაზე მსხვილ ინტერნეტ პროვაიდერს, კავკასუს ონლაინს შორის იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანმა მათგან 1200 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შეიძინოს.



მეზობელი ქვეყნის პრესა წერს რომ ამ გარიგების შედეგად, აზერბაიჯანი ძალიან მარტივად შეძლებს აკონტროლოს ინტერნეტ კომუნიკაცია სომხეთსა და საქართველოში. უფრო მეტიც, შესაძლოა, სომხეთი სულაც ინტერნეტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალების გარეშე დატოვოს.

ერევანში შეშფოთებულები არიან იმით რომ ამ ეტაპზე, პრაქტიკულად არ არსებობს ალტერნატიული ინტერნეტ პროვაიდერი სომხეთისთვის და ამ გადაწყვეტილებით, საფრთხე ემუქრება მათ საინფორმაციო და ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ბაქოს აქვს რეალური სურვილი იმისა, რომ გააკონტროლოს კავკასიაში არსებული მაგისტრალები.

ეს მათი  ბიზნეს-პროექტია და ამავე დროს შესაძლებლობა, რომ რეგიონში იყვნენ დომინანტები. რა თქმა უნდა, ეს სომხეთის იზოლაციის პოლიტიკის გაგრძელებაა.

თუ რატომ არ არის ქართული მხარე  ამ საკითხით დაინტერესებული, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დროისთვის, ოფიციალურად, არ არსებობს იურიდიული მტკიცებულებები რომ აზერბაიჯანული კომპანია „დელტა ტელეკომი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილ ინტერნეტ პროვადერს, „კავკასუს ონლაინს“ ყიდულობს.

თუმცა აღნიშნულ თემაზე უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიური საუბრები მართლაც მიმდინარეობს.

ინტერნეტ-მმართველობით ფორუმზე, რომელსაც საქართველოდან სწორედ კავკასუს ონლაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.

ჩემი აზრით, საქართველო არც ისე აღელვებულია ამ თემით. თუ ეს ყველაფერი არის სიმართლე, მაშინ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით.



ერთი მხრივ იმიტომ, რომ სრულად გაკონტროლდება ჩვენი ყველა ნაბიჯი, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, საერთოდ ინტერნეტისა და კომუნიკაციის გარეშე დავრჩეთ და სხვა გამოსავალი აღარც გვექნება“- განაცხადა ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტიმა, სამველ მარტიროსიანმა news.am-თან და yerkramas.org-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს, კავკასუს ონლაინი 2008 წლიდან არის Tyco Electronics-ის მიერ აშენებული 1,200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე, რომლის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხორციელდება. 

P.S: უმნიშვნელოვანესი დეტალი: კომპანია კავკასუს ონლაინი ამ მომენტისათვის კალაძის ყველაზე მსხვილ ბიზნეს-პარტნიორს, ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.

საინტერესოა რომ მაქაცარიას გარდა, კავკასუს ონლაინში წილებს სხვებიც ფლობდნენ. თუმცა, მან მეწილეებისაგან ეს კომპანია სულ ცოტა ხნის წინ გამოისყიდა და ამის შემდეგ უკვე აქტიურად დაიწყო მოძრაობები აზერბაიჯანის მიმართულებით.

უფრო მეტიც, კავკასუს ონლაინის დირექტორი, გიორგი შანიძეა, რომელიც პერსონალურად არის დაკავშირებული ივანიშვილის ოჯახურ კლანთან.

შეიძლება ითქვას რომ ფარული და ჩვენი ქვეყნისათვის დამაზიანებელი გარიგება, ბიძინა ივანიშვილის თანხმობით და რუსული მხარის ჩართულობით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები