0 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"უნდა მოვითხოვოთ, რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, ყველა ფორმატში, სადაც ჩვენი ადგილი არის" - პრეზიდენტი ევროკავშირზე

"მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე" - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

„მე ხაზი გავუსვი, რომ მესმის რა არის დღევანდელ დღეს შემაფერხებელი გარემოებები აქ უფრო ევროკავშირი იგულისხმება, თუმცა ამ რეალიზმის გათვალსიწინებით ჩვენ უნდა ვიყოთ ამბიციური საქართველოსთვის, რადგან საქართველოს აქვს ყველა მონაცემები, რათა გადაიდგას სწრაფი ნაბიჯები.

ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი.

ჩვენ ვართ იმ სამი ქვეყნიდან ვისაც აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ვართ უფრო წინმდგომი და ჩვენ ეს სტატუსი უნდა გამოვიყენოთ და ევროკავშირმა შეგვიქმნას პირობები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე, შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებული არის, ამის მოდელები არის უკვე ჩვენ ერასმუსში ვართ წევრი, ერასმუსი არის სტუდენტებისთვის, ასევე გაიხსნება ერასმუსი პლუსი ,ეს არის მკვლევარებისთვის ესეც მნიშვნელოვანია,

„იყო ძალიან პოზიტიური ვიზიტი, პოზიტიური იყო მთლიანად განწყობა ორივე მხრივ, ანუ ევროკავშირი და ნატო. ნიშანდობლივია ის, რომ ყველა ეს პირველი პირები ევროკავშირის ჩამოდიან და თანხმობა მოგვცეს,“-განაცხადა ზურაბიშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები