0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ბესელიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება " - დავით ჭიჭინაძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„სიბინძურე, რომელიც ახლა გავრცელდა სოციალური ქსელებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი რომ დარჩა, ეს აძლევს ხალხს იმის საშუალებას, რომ ანგარიშები ასწორონ ასეთი ბინძური მეთოდებით.

 საეჭვოდ ემთხვევა მიქაუტაძის წარდგენას. ის, რომ უმრავლესობის ფორმატში გაჟღერებული იყო, რომ შეთანხმება იყო დანიშნული უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე, გადადებაზე, სანამ არ იქნებოდა შემუშავებული კრიტერიუმები, ეს არა მარტო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ეხება, ზოგადად, სასამართლო სისტემას და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის, კიდევ, ისევ, მარტო ჰგონია, ამ ადამიანს, რომ იმყოფება საერთოდ ამ პარლამენტში და სხვა ადამიანები მარტო ღილაკზე ხელის დამჭერები არიან.

ჟურნალისტებს მინდა მოგიწოდოთ, ერთი ჰკითხეთ, უმრავლესობის სხდომაზე ბოდიშები რატომ ახდევინეს ამ ადამიანს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია მისი ცხოვრების. ადამიანი, რომელიც ბოდიშებს უხდის სათითაოდ თავისი გავლილი ცხოვრების გამო პარლამენტში, უკვე ორი ბოდიში მოიხადა და, ალბათ, კიდევ ბევრს მოიხდის და მაგიტომ გავაკეთე მე განცხადება, რომ საერთოდ, დიდი თმენის ვალდებულება გაგვაჩნდა მაშინ, როდესაც ჩვენ შორის იყო დაპირისპირება, რომ ეს ადამიანი არის პარლამენტის თავმჯდომარე, ეს არის საქართველოს სირცხვილი ზოგადად... 

აი, კობახიძე, ვინც გყავთ ფლიდი და ბოდიშების მხდელი ადამიანი, უვარგისი, უღირსი,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები