პოლიტიკა
NDI - გამოკითხულთა 38%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
2019-01-28 11:01:02
საქართველოს მასშტაბით, გამოკითხული ადამიანების 38% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 29% კი თვლის, რომ განვითარება სწორი მიმართულებით ხდება - NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის და საგარეო კურსის, პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.
კომენტარები