0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

2018 წლის 11 თვეში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 37.1 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.3 ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

საქართველოში ტვირთბრუნვა რამდენიმე წელია მცირდება და თუკი მაგალითად, 2015 წელს გადაზიდული ტვირთების მოცულობა 44.2 მლნ ტონა იყო, 2016 წელს ის 42.3 მლნ ტონამდე შემცირდა, 2015-ში კი 41.5 მლნ ტონამდე.

შემცირებულია საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც და მან 13.8 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადამუშავებული 14.9 მლნ ტონისა.

პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც წლებია კლების ტენდენციას აჩვენებს და თუკი 2015 წელს ნავსადგურებმა 19.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, 2016 წელს ეს მოცულობა 17.6 მლნ ტონამდე შემცირდა, 2017-ში კი 16.3 მლნ ტონამდე.

თუმცა, გაზრდილია პორტებში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა და მან წლის 11 თვეში 412 651 TEU ერთეული შეადგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები