0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარკეთილში მდებარე "სამხედრო დასახლების" რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება

სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლების რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება.

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის თქმით ვარკეთილის  მესამე მასივში მდებარე სამხედრო დასახლებაში  მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება და სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. მინდა დიდი სიხარულით ვამცნო მესამე მასივის მოსახლეობას, რომ ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, სამხედრო დასახლებაში გაზაფხულიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იღებს სტარტს. სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები