0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"გადადგეს იუსტიციის საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი და ჩინჩალაძე-მურუსიძემ დატოვონ სისტემა"

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა, ასევე ადვოკატებმა, დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი სპეციალურ მანიფესტს, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ შემადგენლობამ, რომელმაც მხარი დაუჭირეს გასული წლის დეკემბერში მოსამართლეების სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში  მათ უნდა დატოვონ თანამდებობები. მეორე- სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ ბატონმა მურუსიძემ და ბატონმა ჩინჩალაძემ, ვინაიდან ისინი არიან სიმბოლო მორჩილი მოსამართლეები, ასევე აუცილებელია, რომ პარლამენტმა ფართო დისკუსიებით დაიწყოს მსჯელობა კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და მეოთხე, ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ - სიის ნომინირება მოხდეს მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განახლდება,“-აცხადებს საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

„ეს ადამიანები უფრო მეტად არიან გაძლიერებული, მათ აქვთ უფრო მეტი ძალაუფლება და მათ შეუძლიათ მთელ პარლამენტს ინსტრუქციები მისცენ, ვინ აირჩიონ,როგორ აირჩიონ და საერთოდ რა გააკეთონ სასამართლოსთან მიმართებაში“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები