1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბესელიას გადადგომა ჩვენს შიდა სამზარეულოს უკავშირდება - კობახიძე

ეკა ბესელიას გადადგომა „შიდა სამზარეულოს“ უკავშირდება- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ბესელიას გადადგომას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.

„ეს იყო დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ. ამაზე საზოგადოებასთან მოგვიანებით გვექნება საუბარი. დღეს თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებებისგან. მიზანშეწონილი არ არის მიზეზებზე კომენტარი იმ დღესვე, როცა გადადგომაზე განცხადება გაკეთდა. თუმცა, გპირდებით, რომ ამ მიზეზებს აუცილებლად დავუბრუნდებით. საზოგადოება გაიგებს ყველაფერს საჭირო დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები