1 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სალომე სამადაშვილს აუცილებლად ვუჩივლებ -ბესელია

სალომე სამადაშვილს აუცილებლად ვუჩივლებ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუსუსტდა თუ არა მას პოზიციები გუნდში, როგორც ეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ქალბატონი სამადაშვილი, თავისი კომიკური პერსონაჟით, მის პოზიციას ვერაფერს მოაკლებს და ვერც შეარყევს.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ყველაზე ხელშეუხებელი თემა ოჯახის წევრებია და ის, რაც სალომე სამადაშვილმა იკადრა, ძალიან სამარცხვინოა.

„ამაზე კომენტარი გუშინ არ გამიკეთებია. ეს შეგნებულად შემოვინახე და მინდა, თქვენ ეთერში ბოდიში საჯაროდ მოვუხადო დედაჩემს, ქალბატონ გულიკოს, რომელსაც გული სრულიად დაუმსახურებლად ეტკინა. ჩემი პოლიტიკური აქტივობის გამო, ჩემს ოჯახს ეს ტკივილი ბევრჯერ მიადგა და ერთ-ერთი ეს შემთხვევაც არის“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ გადაცემაში მისი დედის, გულიზარ ბესელიას პირადი მონაცემების შესახებ დოკუმენტები წარმოადგინა, სადაც როგორც თავად აღნიშნა, ჩანს, რომ მას პირადობის მოწმობა 2008 წელს აქვს აღებული, ბესელია მისი მეუღლის გვარია და ის დღესაც ბესელიაა, დაბადების გვარი კი, ორაგველიძეა და ბესელია დაქორწინების შემდეგ გახდა, როცა მეუღლის გვარზე გადავიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები