1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბუნებრივი აირის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ტარიფი 46.139 თეთრი იქნება, რაც მოქმედ ტარიფზე (46.153 თეთრი) 0.014 თეთრით ნაკლებია.

ამ ეტაპზე კომისია აღნიშნული სატარიფო დადგენილების პროექტს განიხილავს, რის შემდეგაც კომისიის წევრები მას კენჭს უყრიან.

ბუნებრივი გაზის ახალი ტარფი ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები