1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

1 წელი პანკისის სპეცოპერაციიდან - აქცია პარლამენტთან და სუს-თან

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის წლისთავთან დაკავშირებით დღეს შვილმოკლული მამები პარლამენტთან მდუმარე აქციას გამართავენ. ისინი ხელისუფლებას საქმის სწრაფი გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

ახალგაზრდა აქტივისტები აქციას გამართავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც. მათი თქმით, სწორედ სუს-ის თანამშრომლებმა დაგეგმეს და განახორციელეს პანკისში უკანონო სპეცოპერაცია.

"არც გამოძიება არის დაწყებული, ელემენტარული დაზარალებულადაც არ არის ცნობილი მალხაზ მაჩალიკაშვილი, რაც ძალიან ცუდია და ერთი წელი გავიდა უკვე და არანაირი რეაგირება არ აქვს ძალოვან უწყებებს და ხელისუფლებას,"-აცხადებს ზაზა სარალიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები