1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამარ ჟვანია ფავორიტია, ჩვენ მასთან სამართლიან გარემოში არ ვართ - ბოჟაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ერთ ერთი კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით, თამარ ჟვანია ფავორიტია და ისინი მასთან სამართლიან გარემოში არ არიან:

„შანსების თანაბრობაზე ვერ ვისაუბრებთ. შეხვედრები გვაქვს ცესკო-ს წევრებთან რომლებსაც გავაცნობთ ჩვენს გეგმებს. უფრო რთულია გახდე ცესკო-ს წევრი, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარე. არანაირი სამართლებრივი პროცედურები არ არსებობს.

რაც შეეხება გეგმებს, ასიათასობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება ელექტრონულად მისცენ ხმა. ასევე პრობლემაა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია. ჩვენ შეგვიძლია მათი გადამზადება მოვახდინოთ", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ფარული კენჭისყრით დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. 

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები