1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,2019-2020 წლებში, 7526 სამხედროს წოდების მიხედვით გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება"

2019-2020 წლებში, 7526 სამხედროს წოდების მიხედვით გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტი რესურსი უნდა დაეთმოს ჯარისთვის სოციალური პროექტების განხორციელებას.

„გვინდა მეტი დრო და რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მიმდინარე წელს, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯანდაცვის ნაწილი - ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება. მომავალ წელს, ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი გვსურს გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-2020 წლებში ხელფასები, წოდების მიხედვით, 7526 სამხედროს გაეზრდება და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები