1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გურჯაანის სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული

ჩამოტვირთვა

გურჯაანის სასამართლოსთან სამართალდამცველთა გაძლიერებული რაოდენობაა მობილიზებული.

იქ ნახევარ საათში დავით კირკიტაძის პროცესი უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც გაირკვევა აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას შეუფარდებენ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. კირკიტაძე ცოტა ხნის წინ უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში.

„წინასწარ იცოდნენ, რომ გუშინ სასამართლოს არ ჩანიშნავდნენ. დღეს მოახდინეს მობილიზება სრულიად. მე მაინტერესებს დღეს სამართალდამცველები თუ იცავენ წესრიგს კახეთში, ვინმე თუ აგებს პასუხს ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე. იმიტომ რომ, რაც კი პოლიციაა, ყველა არის გადმოსროლილი გურჯაანის სასამართლოში.  

"ასე ეშინიათ ჩვენი? მე მაინტერესებს. მაგრამ უნდა ეშინოდეთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს ჩაიდენენ უფრო აახლოებენ თავის დასასრულს. დავით კირკიტაძე აუცილებლად გამოვა თავისუფლებაზე, ეს დღეს იქნება თუ ხვალ,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

გიორგი ვაშაძე პოლიციას მოუწოდებს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ვაშაძე ამბობს, რომ მათ სურთ სასამართლოს დაესწრონ და იმედი აქვს, რომ ამაში ხელს არ შეუშლიან.

„ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ საქართველოში ახალი სტანდარტი მკვიდრდება, რომ მწვანე ავტობუსზე შეხტომა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ადამიანებისთვის ყბების დამტვრევა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები