პოლიტიკა
"მოიქნევს ხელს გახარია? მოხვდება გახარიას" - ნიკა მელია
2018-12-18 23:04:50
ნიკა მელიამ იმ პოლიციელებს, რომლებმაც ოპოზიციას უკანონოდ გადაუკეტა გზა და მიტინგის ჩატარების საშუალება არ მისცა, დამნაშავეები უწოდა.
"ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინეს პილიციელების ფორმაში ჩაცმულებმა, არიან კრიმინალები", - განაცხადა "არჩევანში" ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ნიკა მელიას თქმით, შს მინისტრი გახარია არის კრიმინალი, რომელიც ებრძვის არა დამნაშავეებს, არამედ ოპოზიციას.
მელიამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და განაცხადა, რომ გიორგი გახარია აუცილებლად აღმოჩნდება სასამართლოში.
"მოიქნევენ დამნაშავეები ხელს? მოხვდებათ. მოიქნევს ხელს გახარია? მოხვდება გახარიას", - აცხადებს ნიკა მელია.
კომენტარები