პოლიტიკა
დაპირისპირება გურჯაანში - აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს
2018-12-16 12:31:40
გურჯაანში, პოლიციამ თელავისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, რა დროსაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ამ კოლონის შემადგენელი ნაწილი იყო, საკუთარი ძალებით გზიდან გადააყენეს.
რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ შეხლა -შემოხლასაც. ოპოზიცია ბარიკადების გარღვევას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
აქციის მონაწილეების საკუთარი ძალებით ცდილობენ ასევე გზიდან გადაეწიათ ავტობუსი, რომლითაც სამართალდამცავებმა გზის ბლოკირება მოახდინეს. თუმცა მათ განეიტრალება პოლიციამ მოახერხა.
კომენტარები