პოლიტიკა
,,აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას"- ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე
2018-12-10 14:38:11
ჩვენ გვჭირდება და აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას, იმისთვის რომ ტემპები და სიჩქარე მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი. ბუნებრივია ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს მათი ადგილი აქ ვერ იქნება - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა .
ბახტაძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს არის დეზიმფორმაცია. თუმცა,მისივე განმარტებით მმართველ გუნდში ცვლილებები ნამდვილად იგეგმება.
კომენტარები