პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება
2018-12-03 10:26:05
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დღეს შედგება.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათზე გაიმართება.
„ინაუგურაციას რაც შეეხება, ორშაბათს შედგება არჩეული პრეზიდენტისა და პრეზიდენტის შეხვედრა. სავარაუდოდ, იქ ჩამოყალიბდება გადაბარების ჯგუფი და ასევე, მსჯელობა იქნება ინაუგურაციის დეტალებზე, რომელიც ვიცით, რომ 16 დეკემბერს უნდა იყოს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
კომენტარები