მსოფლიო
"ჩვენი ქვეყანა რუსული აგრესიის მსხვერპლია" - ციხელაშვილი
2018-11-30 11:25:32
საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე არ მოხდება.
„რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით გვაქვს ერთი პოზიცია - არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. ეს არის ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზებისა და მოწესრიგებისთვის. ჩვენი ქვეყანა დღეს არის ოკუპირებული და აგრესიის მსხვერპლი,“ - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.
კომენტარები