1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საარჩევნო უბნების 99.7%-ში დათვლილია: სალომე ზურაბიშვილი 59.56%-ით იმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ამ დროისთვის ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59.56% აქვს, რაც რაოდენობრივად არის 1 146 063 ხმა.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 778 167 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40.44%-ია.

ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები