1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ფარები, ჩაფხუტები და საძილე ტომრები - სპეცრაზმის მობილიზება ქვემო ქართლში

ქვემო ქართლში სპეცრაზმია მობილიზებული.  რუსთავის ერთ-ერთ გარეუბანში ავტობუსებია მობილიზებული, სადაც სპეცრაზმის ეკიპირება არის განთავსებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასთან იდგა.

მასში აქციების დასაშლელად საჭირო ეკიპირებაა. ფარები, ჩაფხუტები და საძილე ტომრები და ასევე კარვებიც.

მძღოლები, რომლებიც ავტობუსებს მართავენ, ამბობენ, რომ მათ კონკრეტული დავალების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, ასევე არ იციან, სად უნდა წაიყვანონ სამართალდამცველები.  

„დავალებაზე ვართ გამოსული. მოვედით ამ წუთას და გვეტყვიან ალბათ, ჯერ არ უთქვიათ. არაფერი არ გვითხრეს, მიდით ამა და ამ მისამართზე, მოვედით და აგერ ვართ, ველოდებით,“ - ამბობს ავტობუსის მძღოლი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები