1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მარგველაშვილი : "თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას ან ძლიერებს ამა ქვეყნისა, მიჩნეული ხარ მტრად"

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერას უცხადებს. პრეზიდენტსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

„შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან, როდესაც მიზანმიმართულად თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებით, ხდება თქვენზე შეტევა. მენტალობა, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი არის ბრალდებული იმაში, რომ ახორციელებს თავის ვალდებულებას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დარღვევებისა და გადაცდომის შესახებ, მენტალობა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა, რომლის კონტექსტშიც, თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას ან ძლიერებს ამა ქვეყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინაპირობაა ტოტალიტარული აზროვნებისა. მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ თქვენი მოღვაწეობისთვის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები