1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ოფიციალურად მერმა ლაშა კომახიძემ დღეს წარადგინა. ხალვაში მერიაში კულტურის მიმართულებით იმუშავებს. როგორც მერმა აღნიშნა, სოფო ხალვაშზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ მას კულტურის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ფართო ურთიერთობებები აქვს ქვეყნის გარეთ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად კანონის დაცვით მოხდა სოფო ხალვაშის დანიშვნა მერის მოადგილედ, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის წინასაარჩევნო დარღვევა და დანიშვნა კანონის დაცვით მოხდა.

თავად სოფო ხალვაშის განცხადებით კი, ამ პოტსზე შემოთავაზება დიდი ხნის წინ ჰქონდა, როდესაც ის აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა და გადაწყვეტილება ახლახან მიიღო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები