1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ვინც ნება გამოხატა, რომ 48-ს უნდა დაეხმაროს ჩვენ ყველას მივესალმებით"

ვინც ნება გამოხატა, რომ 48-ს უნდა დაეხმაროს ჩვენ ყველას მივესალმებით- ასე აფასებენ ახალქალაქში, "ქართული ოცნების" შტაბში ვაჰაგნ ჩახალიანის მხარდაჭერას და სეპარატისტული განწყობებით ცნობილ ჩახალიანს, პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, რომელიც წინა ხელისუფლებამ აწამა:

„მე როგორც ვიცი თავისი სურვილით კაცმა, თავისი აზრი გამოხატა და 48-ს ამჯერად მხარი დაუჭიროს, ვინაიდან ჩვენ მშვიდობა გვინდა. ვიცი, რომ ეგ ადამიანი ორ სამ ადგილას ყოფილა. ვინც ნება გამოხატა, რომ 48-ს უნდა დაეხმაროს ჩვენ ყველას მივესალმებით. ნაციონალური მოძრაობის დროს ეგ ადამიანი აწამეს. პოლიტპატიმარი იყო,“-აცხადებენ „ქართული ოცნების“ შტაბში. 

"ქართული ოცნების" შტაბი ჯავახეთში უარყოფს, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი სოფლებში მათი დავალებით დადის და ამომრჩეველთან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კამპანიას ეწევა. პარტიაში ამბობენ, ფაქტთან კავშირი არ აქვთ და ჩახალიანი, ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერებს საკუთარი სურვილით აგროვებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები