1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში ყოფნისას კონკრეტული დავალებები მიიღო" - სამადაშვილი

თბილისში, თავისუფლების მოედანზე გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ აქციას, რომელსაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. 

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ აქციით და ამ აქციისადმი ხელისუფლების მხარდაჭერით, ნათლად გამოჩნდა, რომ ღიად პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ ოცნების“ სატელიტი პარტიაა.მისივე თქმით,  „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში ყოფნისას კონკრეტული დავალებები მიიღო.

„რუსეთიდან დაბრუნებული „პატრიოტები“ აქციებს ატარებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მათ მიიღეს ინსტრუქცია,  რომ სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ "პატრიოტები" იყვნენ მათი სატელიტი პროექტი და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

არჩევანი არის ძალიან ნათელი ერთ მხარეს არის გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს ყველა პროდასავლური პარტია ქვეყანაში, მეორე მხარეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.

აშკარაა რომ რუსეთს სურს პირდაპირ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში, ეს არის ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობა ე,წ, შეზღუდული სუვერენიტეტი, როდესაც ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ არ აქვთ საკუთარი არჩევანი გაკეთების უფლება,“-ამბობს სალომე სამადაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები