1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის სახლს ე.წ მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გოგა ინჯგიას საცხოვრებელი სახლის აივანზე​ ე.წ მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სამართალდამცველები. დაზარალებული გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა. მიმდინარეობს გამოძიება.

გაერთიანებული ოპოზიცია მომხდარს ხელისუფლების მხრიდან მათი წევრების დაშინების მცდელობად აფასებს. 
"ხმა იყო აფეთქების და დიდი ცეცხლი. გამოვედით და დავიწყეთ ჩაქრობა, შემდეგ დავრეკე 112-ში. რაც შეეხება იმას რას ვუკავშირებ, არანაირი პირადი ინტერესი, არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესი,"-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გოგა ინჯგიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები