1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ დავიწყეთ მაიმუნობა, სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქვეყნის იმიჯს - ანალიტიკოსების აზრით, ევროპარლამენტმა ხელისუფლებას მკაცრი გაფრთხილება მისცა

ჩამოტვირთვა

ყველასგან არის მკაცრი და ცალსახა გზავნილი, რომ გაყალბებასა თუ გადაცდომაზე თვალი არ დაიხუჭება - აცხადებს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის" ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე, ევროპარლამენტარების კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა საქართველოს მისცა ძალიან მკაცრი გაფრთხილება, რომ არჩევნების მეორე ტურში არცერთ დარღვევას უყურადღებოდ არ დატოვებენ.

„ძალიან პირდაპირი და დაუნდობელი იქნება შეფასება თუ რამე იქნა ნეგატიური. თუ დავიწყეთ, ბოდიში და, მაიმუნობა ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქვეყნის იმიჯს. ეს იქნება სერიოზული იმიჯი უკან, თუ ჩვენ ვამაყობთ, რომ ხელისუფლება შეიცვალა არჩევნებით 2012 წელს ეს ყველაფერი წაიშალა,“-ამბობს  ნოდარ ხარშილაძე.

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველომ პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, შარაშენიძეს იმედი აქვს, რომ ევროპელი დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ყვითელ ბარათსაც არ უჩვენებენ, რადგან ეს უკვე მოედნის დატოვებას ნიშნავს.

„მეორე ტურს დააკვირდებიან, ჯერჯერობით ჩვენ მივიღეთ ერთი ყვითელი ბარათი, იმედია მეორე ყვითელ ბარათს არ ამოიღებენ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ორი ყვითელი ბარათი წითელს უდრის,"-ამბობს შარაშენიძე. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიღებისას აქვს აღებული გარკვეული ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც აუცილებლია.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები