1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ყალბ პირადობებზე - ,,3 არასამთავრობო ტყუილშია გამოჭერილი"

ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, გამოჭერილი იქნა ტყუილში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საკითხზე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საიდან მოდის ტყუილი ნათელია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები.

„საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის პრინციპში ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვათ ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები