1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიზნესმენებისთვის ფულის წართმევა - გვარამია თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლის მიმოწერას ასაჯაროვებს

ნიკა გვარამიამ „კვირის აქცენტებში“  მიმოწერა გაასაჯაროა, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლესა და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს შორის შედგა. 

„დღეს ბიზნესმენები დაიბარეს „ქართუში“ და დამატებითი ხარკი უნდა იხადოს, გაორმაგდაო, გვითხრეს, ხვალ თათბირია მგონი და აფეთქდებიან, ალბათ, ბანკის სესხების დაფარვას რომ შეპირდა ხალხს, ისევ ხალხის ფულით აპირებს.

„20 მილიონი 10 დეკემბრამდე მოიტანეთო, დღეს შეხვდა ვიღაც „ქართუდან“, არ გვაქვსო, ამათ უთხრეს, ფიზიკურად ვერ გადავიხდითო და გრძელვადიან სესხებს გაგაკეთებინებთ თიბისი ბანკიდან. ბევრი ბიზნესმენი იყო დაბარებული.

„ვინმე მურმანი რეკავს, ერთი დღეც თუ დააგვიანდათ იმის მიტანა, რასაც იხდიან, 300 ათასი ჩემოდნით ექნებათ მოსატანიო,“- წერს თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლე მიმოწერაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები