1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ეგზიტპოლების შემდეგ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი. . ზოგი ჭირი მარგებიელია, გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი”

ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა.

 პარტიის ლიდერის განმარტებით, “ქართულ ოცნებაში“ გუნდურობა დაიკარგა.

"ხალხი  აშკარად განაწყენებულია,  ჩანს რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის. გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და მოსახლობას შორის. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ, გუნდი რომელიც ხელისუფლების ყველა  რგოლს და შტოს ფლობს თვითდაჯერებულობა ემატება.

ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ხდებოდასა ზოგადოებასთან ურთიერთობა.

 იმ დონეზე იყო გუნდი  დარწმუნებული საკუთარ ძლებში, რომ პროფესიონალური კვლევებიც არ ჩაუტარებიათ, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას. ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი. ეგზიტპოლების შემდეგ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი. ამის შემდეგ ძალიან მკაცრი საუბარი გვქონდა. აბსოლიტურად აცდენილი მოლოდინი  ჰქონდათ რეალობასთან შედარებით. ზოგი ჭირი მარგებიელია, გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი. დავინახეთ რომ საზოგადოება თურმე აფასებს როგორც იქცევი,"-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები