1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,რაღაც კლიპებს კიდევ ვამზადებთ, მე ყველაზე ცრემლები მომდის..“ - ივანიშვილი

ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე და პრეზიდენტობი ერთ-ერთ კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა.

"ჩემი აზრით შეირჩა იდიალური კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.. რაღაც კლიპებს კიდევ ვამზადებთ, მე ყველაზე ცრემლები მომდის, ეს არის ჩვენი ისტორია, რომელიც მე მიყვარს. სალომეს  ენაზე და აქცენტზე როგორ ბედავენ საუბარს. პირიქით, მე ვიხსენებ ძველ ქართულს.  სალომეს დედა დაიბადა საფრანგეთში, მამამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა და ვერ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ჩვენი იდენტობა, წარმოიდგენეთ, რა წვალებად დაუჯდათ ის რომ სალომეს ქართული ასწავლეს. ჯერ დედამ ისწავლა, მერე სალომეს ასწავლა და ნახეთ მისი შვილები, აი ასეთი ქალბატონია სალომე ზურაბიშვილი“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები