მსოფლიო
"არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას, მერიას და შსს-ს მოვუწოდებ გაითვალისწინონ ეს" - თამარ ჩუგოშვილი
2018-11-10 23:08:13
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი პარლამენტის წინ კარვების დადგმასთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. თამარ ჩუგოშვილი პოლიციას მოუწოდებს გაითვალისწინოს რომ კანონი კარვის გაშლას არ კრძალავს:
„არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს.
მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა.“- წერს ჩუგოშვილი ფეისბუკზე.
კომენტარები