პოლიტიკა
ახალი საწარმო ტყიბულში, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება
2018-11-06 10:49:43
ტყიბულს ქურთუკების მწარმოებელი ახალი საწარმო ექნება - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.
მათი განმარტებით, პირველ ეტაპზე, საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარია. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანაში, პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
საწარმოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება. პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი.
კომენტარები