1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მინდა მივიღო რჩევები პოლიტიკურ რეფორმასთან დაკავშირებით, რათა არასოდეს იყოს ერთპიროვნული მმართველობა - გრიგოლ ვაშაძეს სამოქალაქო სექტორს ხვდება

საპარლამენტო არჩევნები, გამოვლენილი დარღვევები და არჩევნების მეორე ტური - ეს არის მთავარი თემები, რომლებზეც ამ წუთებში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე განიხილავს.

ვაშაძე სამოქალაქო სექტორისგან და ექსპერტებისგან  მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით რჩევებს ისმენს და თავადაც, მთავარი გამოწვევების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდის.

„მინდა, მათი აზრი მოვისმინო უკვე ჩატარებულ პირველ ტურზე და შემდეგ მივიღო რჩევები იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმასაც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოლიტიკური სისტემის რეფორმირებისთვის,  რომ საქართველოში არასდროს იყოს ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობა,“-ამბობს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2018 წლის არჩევნები პირველი საპრეზიდენტო არჩევნებია, როდესაც მეორე ტური შედგება.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანამ წინ წაიწია.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მმართველი გუნდის რიტორიკაც იქნება, საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებაზე, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება.

„მმართველი პარტიის მხრიდან გვესმის ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა სამოქალაქო ომთან დაკავშირებით და ა.შ. რაც სრულიად მიუღებელია. ამ კონტექსტში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საარჩევნო პროცესს და პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების არჩევანს,“ - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები