1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილი - ,,ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს"

„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლის შედეგები არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, მაგრამ დაველოდოთ ცესკო-ს პირველად მონაცემებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს.

„მადლობა ყველას, მე მინდა ამომრჩევლებს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, თუმცა ჯერ არ არის ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შეჯერებული შედეგები. ამიტომ დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება ცესკო-ს პირველი მონაცემები. მე მიყვარს სიფრთხილე. ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი. ამომრჩევლების შედეგი იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები