1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში" - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ დაკვეთით განხორციელებული ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება. 

„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მინდა, ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო აქტივობისთვის და სამოქალაქო კულტურისთვის. როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ცესკო-ს შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ  სალომე ზურაბიშვილს 52.3% აქვს. "ფსიქო-პროექტის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 28.1% აქვს გრიგოლ ვაშაძეს ხოლო 9.2% დავით ბაქრაძეს.

გამოკითხვა "ქართული ოცნების" დაკვეთით "ფსიქოპროექტმა" ჩატარდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები