1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუ არ ჩავთვლით რიგ პროვოკაციებს ოპოზიციის მხრიდან"

„ხმის მიცემის პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში, არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუ არ ჩავთვლით რიგ პროვოკაციებს ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან,“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო დღის შეფასებისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას პროვოკაციების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოპონენტები ცდილობდნენ მმართველი გუნდის აქტივისტების სხვადასხვა პროვოკაციაზე წამოგებას.

„არის კონკრეტული პროვოკაციები, მათ შორის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აღრიცხავენ არჩევნებზე გამოცხადებას, რაც არის კანონმდებლობის ფარგლებში განხორცილებული ქმედება. თქვენ ნახავდით, თუნდაც, ტელეეთერის მეშვეობით, რომ ხორციელდებოდა ასეთი ადამიანების მიმართ პროვოკაციები, იყო ასევე არაერთი მცდელობა, უფრო მძიმე პროვოკაციაზე ჩვენი აქტივისტების წამოგებას, თუმცა, რეალურად ამას ვერ ახერხებენ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები