1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

"დღეს ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათიდან გაიხსნა და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად თერჯოლისა და სამტრედიის 6 საარჩევნო უბანზე საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება. მონაწილეობას იღებს 8 კანდიდატი.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამასთან ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, დარიგდა ამომრჩევლის ბარათი, რომელიც ამომრჩეველს შეახსენებს მათი საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობასა და მათ რიგითობას ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბანზე მისვლისას ბარათის თან არქონა არ იწვევს ხმის მიცემის უფლების დაკარგვას. პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტინი გაბათილდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები