1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მინისტრი იზორია ქართულ შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, რომ მხარი დაუჭირონ ქართული ოცნების კანდიდატს

შეიარაღებული ძალები მინისტრის და მეთაურების წინააღმდეგ - ჯარის უარი ზურაბიშვილს - ამ სათაურით სტატიას ანალიტიკური პორტალი  „პრესა.ჯი“ აქვეყნებს .  როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჯარი უარს ამბობს შეასრულოს მეთაურების ბრძანება და მხარი დაუჭიროს ქართული ოცნების კანდიდატს.  მათი წყაროს ცნობით,

სამხედროებს არ სურთ ისეთი პრეზიდენტი და მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს და არმიას შეურაცხყოფას აყენებს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრი იზორია ამ ფაქტის წინაშე უძლურია,  ვინაიდან რთულია ქართველი ჯარისკაცების ივანიშვილის ჭკუაზე ტარება . საქმეში ასევე აქტიურადაა ჩართული სამხედრო პოლიციაც, რომელიც სამხედროებს აშინებს, თუმცა ამაოდ.

„პრესა.ჯი“– ს ასევე წერს, რომ ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც. 

სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად განიხილება ვერსია იმის შესახებ რომ ქართული ოცნება დიდი გაყალბებისათვის ემზადება. 

ერთერთი ინფორმაციით, მზადყოფნაში არიან ზონდერ-ჯგუფები, რომლებმაც წაგების შემთხვევაში, კონკრეტული უბნები უნდა დაარბიონ. 

რიგდება დიდი ოდენობით ფულიც - ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით. იგეგმება ხმების მასობრივი ჩაყრა და გაყალბებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემაც.

იმისათვის, რომ არ მოხდეს ხმების გაყალბება, აუცილებელია
არჩევნებზე მისვლა, მაღალი აქტივობა და არჩევანის გაკეთებაა. კანონმდებლობის მიხედვით, პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ისეთი კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე მისულთა ხმების 50 პროცენტზე მეტს მიიღებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები