1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„დავალინება საბიუჯეტო, რაც ჰქონდა, კომპანიამ დაიწყო გადახდა" - განაახლებს თუ არა მუშაობას "ომეგა" ჯგუფი?

„დავალინება საბიუჯეტო, რაც ჰქონდა, კომპანიამ დაიწყო გადახდა. თუ არ ვცდები, რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი და შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა,“ - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე, ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ მუშაობის განახლებას.

„ჩვენთვის ბიზნესი არის მნიშვნელოვანი. ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქმნის ქვეყანაში კეთილდღეობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ასაქმებს ადამიანებს და ის მიდგომები, რომელიც აქვს ხელისუფლებას ბიზნესის მიმართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას,“ - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ომეგა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა აქციზური მარკების გადაცემას, რასაც მოჰყვა ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის ფაქტებზე მიუთითებდა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები