1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“დიახ, ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ” – ვაშაძე ბოკერიას

გიგა ბოკერიას კითხვაზე, დაუჭერს თუ არა  გაერთიანებული ოპოზიცია მხარს არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა  შემდეგნაირად უპასუხა:

“ყველა ობიექტური კვლევით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს წინასაარჩევნო მარათონში, რაც მთავრია, ვფიქრობთ, რომ შეიძლება პირველივე ტურში მის სასარგებლოდ დამთავრდეს არჩევნები, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ძალიან მარტივია პასუხი – დიახ, ჩვენ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ მისი არჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა და იგივე მოლოდინი გვაქვს სხვებისგან. ამ პოლიტიკურმა ძალამ კარგია, რომ დააფიქსიროს საჯაროდ, რომ ის ამას აპირებს იმიტომ, რომ ხვალ დღის ბოლოს ყველა შედეგი გვეცოდინება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები