1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა მოძალადე იქნება დასჯილი და არცერთ პედოფილს შეწყალება არ მიეცემა" - შალვა ნათელაშვილი

"გორში 8 წლის ნანა ბერიაშვილი მოგვიკლეს. გუშინ ვიყავი, ქვის გული ატირდება, მოძალადე, პათოლოგმა. ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა მოძალადე იქნება დასჯილი და არცერთ პედოფილს, ჩვენს შვილებზე მოძალადეს და არცერთ ნარკობარიგას შეწყალება და ამინისტია არ მიეცემა და ამოლპება ციხეში,“ - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

შალვა ნათელაშვილი გორში მომხდარ სასტიკ მკვლელობას გამოეხმაურა და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგო.

შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კონკურენტი არავინაა. მისი თქმით, ეგზიტპოლებით აპირებენ არჩევნების გაყალბებას, ამიტომ მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეგზიტპოლებში მონაწილეობა არ მიიღონ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები