1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით" - თემურ ალასანია

ურკაინულ საიტეზე გავრცელებულ ჩანაწერს, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია "ფეისბუქით" ეხმაურება:

"ჩემსა და პრეზიდენტ შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათა ღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან რომ ოჯახი ს წევრებზე ქმნიან კომპრომატს." წერს ალასანია. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები