პოლიტიკა
ვაშაძე - 31%, ზურაბიშვილი - 28%, ბაქრაძე - 14% - Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები
2018-10-25 12:17:21
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Edison Research-მა ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა..
კითხვაზე, "დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" (ალოკაციის მიხედვით,) შედეგები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 31%;
სალომე ზურაბიშვილი - 28%;
დავით ბაქრაძე - 14%;
შალვა ნათელაშვილი - 5%;
არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 16%;
იმის დასადგენად, თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.
კომენტარები