1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა აქ, ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა – დავით ბაქრაძე


“სალომე ზურაბიშვილმა აქ, ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა კონკურენტებს. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს პრეზიდენტი, თუ ის გამარჯობას არ გეუბნება”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

“მე დაგისვით სრულიად კორექტული კითხვა თქვენს ბუკლეტთან დაკავშირებით, ქალბატონო სალომე და თქვენ მე მიპასუხეთ, რომ მე კითხვა არ ვიცი. ნამდვილად ვიცი ქართულად კითხვა და ნამდვილად არ ვიკადრებ, იგივე სტილში შემოგიბრუნოთ ქართულთან დაკავშირებით. ეს დებატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ვერ იქნება პრეზიდენტი, რომელიც გააერთიანებს ქვეყანას”,-განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები