1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" ამ დილით გამოვრთე „რუსთავი 2“, მივირთვი უმი ხახვი და მწვადად მომეჩვენა"

ამ დილით გამოვრთე „რუსთავი 2“, მივირთვი უმი ხახვი და მწვადად მომეჩვენა, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

„ივანიშვილი მაგონებს ინდიელთა ბელადზე, „ჩინგა ჩუნგზე“ ფილმს, რომელიც ინდიელთა მეგობარია; ბიძინა კი, კორუმპირებულთა და დამნაშავეთა მეგობარი. ამ ინტერვიუდან გავიგეთ, რომ თურმე, ქვეყანაში ყველაფერში დამნაშავე „რუსთავი 2“ ყოფილა. ამ დილით გამოვრთე „რუსთავი 2“, მივირთვი უმი ხახვი და მწვადად მომეჩვენა. ყველა შეკითხვას, რაც კი არსებობდა, პასუხი გაეცა: კანაფის გაშენება მისი ინიციატივა ყოფილა, ფარცხალაძის დანაშაულიც იცოდა, უნდა, რომ მედია ჩაახშოს და იდეაფიქსად აქვს „რუსთავი 2“-ის განადგურება. პრობლემა ყოფილა არა ხელისუფლების მიერ დანგრეულ ეკონომიკაში, ჩაფლავებულ 6 წელიწადში, არამედ „რუსთავი 2“-ის მიერ საზოგადოებით მანიპულირებაში. ბიძინას აზრით, თურმე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე მიდის სწორად და ამაში ხელისუფლება არ ერევა. მირზა სუბელიანმა რა დანაშაულებზეც ისაუბრა, ამაზე ამბობს, რომ სუბელიანი ფსიქიკურად ჯანმრთელი და მთლად დალაგებული არ არის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები